თაკო ჩარკვიანი: გრიგოლ ვაშაძეს პირველივე დღიდან სხვა პოზიცია ჰქონდა, განსხვავებით ზოგიერთი “ცრუპენტელასგან”

“ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება”, – ასე გამოეხმაურა „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

როგორც ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, ვაშაძის ლანძღვა სწორი არ არის.

“გრიგოლ ვაშაძემ “ნაცმოძრაობა” დატოვა”, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა!
ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება! არ არის სწორი მისი ლანძღვა (განსაკუთრებით, ამ პარტიის ზოგიერთი წევრისა და მომხრისგან), ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა (გვახსოვს მისი განცხადება პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი “ ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა – “შენი მანდატი არ მჭირდება, ივანიშვილოო”, ასე რომ, განსხვავებული პოზიცია სხვა არის და “ცრუპენტელობა” – სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს (არ არის მისი ლანძღვა სწორი), ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები