კორონავირუსს, პირველად, ქვეყნის მეთაური ემსხვერპლა

მსოფლიოში პირველად, კორონავირუსისგან ქვეყნის მეთაურის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ვირუსს ესვატინის პრემიერმინისტრი, მანდვულო ამბროუზ დლამინი ემსხვერპლა.

52 წლის პოლიტიკოსს ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა, თუმცა, მაშინ ითქვა, რომ დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობდა.

დეკემბრის დასაწყისში კი დლამინის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორკვირიანმა მკურნალობამ ქვეყნის პრემიერს არ უშველა და დღეს ის გარდაიცვალა.

დლამინი ესვატინის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები