ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძე და აშშ-ის ელჩი იმყოფებოდნენ

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი და „ლელოს” ლიდერი – მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდნენ.

რეზიდენცია კელი დეგნანმა კომენტარის გარეშე დატოვა.

მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდს არ უკავშირდებოდა.

„მეხუთე რაუნდზე არ იყო საუბარი. ველით შეთანხმებას, რომ ეს კრიზისი დამთავრდება. დღეს რაზე იყო საუბარი, ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები