“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”: მსოფლიოში პატიმრობაში 387 ჟურნალისტი იმყოფება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის – “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით, დღეის მონაცემით, საპატიმროში 387 ჟურნალისტი და მასობრივი ინფორმაციის საშუალების სხვა თანამშრომელი იმყოფება.

მათი უმრავლესობა – 61% იმყოფება ხუთი ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებაში: ჩინეთში -117; საუდის არაბეთში -34; ეგვიპტეში -30; ვიეტნამში – 28 და სირიაში – 27.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ 54 ჟურნალისტი გატაცებულია, 4 კი დაკარგულად ითვლება.

აღინიშნება, რომ ათობით რეპორტიორი დაკავებულია პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გაშუქების გამო.

ასევე, ანგარიშში მოხვდა ბელარუსი, სადაც 9 აგვისტოდან ხანმოკლე პატიმრობა შეეხო მედიის 370 წარმომადგენელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები