სომალიში ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სროლაც მოჰყვა.

ინფორმაციას Somali Guardian-ი ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე იყო სომალიში აფრიკული კავშირის სამშვიდობო მისიის სამხედრო კოლონა, რასაც საპასუხოდ სამხედროების სროლა მოჰყვა.

ვრცელდება დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები