ევროპაში კვლავ მზარდია კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ქვეყნები ცდილობენ გაზარდონ ტესტირებების რაოდენობა და შესაბამისი რესურსებით მოამზადონ საავადმყოფოები

უცხოური მედია წერს, რომ ევროპაში კვლავ მზარდია კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ქვეყნები ცდილობენ გაზარდონ ტესტირებების რაოდენობა და შესაბამისი რესურსებით მოამზადონ საავადმყოფოები. პანდემიის გავრცელების შესამცირებლად კვლავ საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება.

მეცნიერების აზრით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. გერმანიაში იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს შეკრება, რათა ლოქდაუნის გამკაცრებაზე იმსჯელონ.

გერმანიის ჯანდაცვის უწყებები მოუწოდებენ საზოგადოებას, თავი შეიკავონ შობის პერიოდში მოგზაურობისგან და 60%-ით შეამცირონ კონტაქტები, რათა ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა კლება იწყოს.

სხვა შემთხვევაში, აუცილებელი იქნება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რადგან სიტუაცია გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში უარესდებოდა და მდგომარეობა ისევ მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები