“კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დესტრუქციაზე პასუხისმგებლები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” 4 წლიდან 2 წელი ბოიკოტის რეჟიმში გაატარა.
,,კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ იყო დამატებითი მინიშნება სწორედ ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, ოპოზიციაა პასუხისმგებელი იმ დესტრუქციაზე, რომელიც ხორციელდება და რომლის მომსწრე დღესაც ვართ, რადგან ისინი არიან ამ დესტრუქციის ავტორები, არა მარტო დღეს, არამედ – მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 4 წლიდან 2 წელი ბოიკოტის რეჟიმში გაატარა „ქართულმა ოცნებამ“, მარტო მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ორი ტალღა. ეს მათთვის დამახასიათებელია. ჩვენც არც ის მოგვწონს, რომ მარტო ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში, ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან – ბოკერიებისგან, გვარამიებისა და სააკაშვილებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.