ირაკლი კობახიძე: ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს
“ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან გაქრებიან.
,,სააკაშვილი, ბუნებრივია, კმაყოფილი იქნება გამომდინარე იქედან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. ის ყველაფერს აკეთებდა თავის გვარამიასა და ბოკერიასთან ერთად იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდა აეყირავებინა, შესაძლოა, ის კმაყოფილი იყოს, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს. მისი პირმშოა ორივე პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი იმ დემოკრატიული განვითარების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქედან“.