რა ღირს იარაღი, რომელიც საქართველომ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა აშშ-დან მიიღეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტომ 2020 წლის ფისკალურ წელს იარაღის ექსპორტის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იარაღის ექსპორტზე გაფორმებული ხელშეკრულებების მოცულობამ თანხობრივი თვალსაზრისით 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს ამერიკული იარაღის იმპორტით ტაივანი ლიდერობს (11,777 მილიარდი დოლარი), პოლონეთი (4,71 მილიარდი დოლარი), მაროკო (4,539 მილიარდი დოლარი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (3,568 მილიარდი დოლარი), ინდოეთი (3,364 მილიარდი დოლარი), სამხრეთ კორეა. (2,124 მილიარდი დოლარი), იაპონია (1,983 მილიარდი დოლარი), ავსტრალია (1,718 მილიარდი დოლარი), სინგაპური (1,292 მილიარდი დოლარი), საუდის არაბეთი (1,175 მილიარდი დოლარი), ავღანეთი (1,071 მილიარდი დოლარი) და ისრაელი (1,058 მილიარდი დოლარი).

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

უკრაინა – $510 მილიონი; (რეკორდი)
ლიტვა – $136,5 მილიონი;
საქართველო – $62,8 მილიონი;
ლატვია – $38,1 მილიონი;
მოლდოვა – $11,5 მილიონი;
თურქმენეთი – $1,3 მილიონი;
ყაზახეთი – $1 მილიონი;
ესტონეთი – $610 ათასი;
აზერბაიჯანი – $509 ათასი;
სომხეთი – $2 ათასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები