ირაკლი კობახიძე – სანაძლეოზე: უგულავამ თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს

“ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო – თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სანაძლეოსთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

„ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ. არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა შემდეგი პირობით – თუ კობახიძის სიტყვები არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები