„ქართული ოცნების“ 90-წევრიან ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ 90-წევრიან ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის ლიდერის სტატუსი ირაკლი კობახიძეს ექნება.

„ასევე, ავირჩიეთ ჩემი მოადგილეები. ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები