ბიძინა კულუმბეგოვი: მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იმატებს

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხვევების რიცხვი მკვეთრად არ იმატებს”, – ამის შესახებ ინფექციონისტ-იმუნულოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხდა.

მისი თქმით, მაქსიმალური მობილიზირებაა საჭირო, პირბადის ტარება 65 პროცენტს არ აღემატება.

„ინფექციის გავრცელების ტრაექტორიას ჩვენ ვხედავთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა გაორმაგდა, შემთხევევების რიცხვი მკვეთრად არ იმატებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმედღიანი სიხარულით დავკმაყოფილდეთ. სიხარული რომ იყოს სტაბილოზირების ძალიან სარწმუნო მაჩვენებლებით გამყარებული, ამისთვის საჭიროა, სულ მცირე, შვიდდღიანი და მაქსიმუმ ორკვირიანი დაკვირვება. ამიტომ, უნდა შევხედოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება.

მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ვხედავთ, რომ პირბადის ტარება 65 პროცენტს არ აღემატება საქართველოში, თბილისში, მეტნაკლებად, კიდევ კარგი მაჩვენებლებია, რასაც ვხედავთ, თუნდაც ვიზუალურად, მაგრამ პერიფერიაშიც ძალიან სერიოზული პრობლემებია და ამას სჭირდება სერიოზული ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები