თაკო ჩარკვიანი: ხვალ პარტია – „კანონი და სამართალი“ სიას ჩავხსნით
“ხვალ პარტია – „კანონი და სამართალი“ სიას ჩავხსნით”, – ამის შესახებ განცხადება პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, სიის არჩახსნა შეცდომა იქნება და ახლა ჯერი „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოზეა.
„ხვალ პარტია „კანონი და სამართალი“ სიას ჩავხსნით. ვფიქრობ, რომ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება ჩვენსას უნდა დაემთხვეს. არც გიორგი ვაშაძე საუბრობს პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ გიორგიმ შეხედა სხვა კუთხით და თქვა, რომ მოდი, სიას არ ჩავხსნიო. ეს ხალხისა და ხელისუფლების მხრიდანაც გაფორმდება, როგორც შესვლა. მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნება სიის არ ჩახსნა, მე უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ახლა დაველოდები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.