ირაკლი კობახიძე: საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო სააკაშვილია, ხალხისგან მოპარული ფულითა და სამი ტელევიზიით, ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას ჯერ კიდევ ახერხებს
„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც, ხალხისგან მოპარული ფულითა და ამავე რესურსით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას ჯერ კიდევ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად 2 საარჩევნო ცენზს – ის არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საქართველოს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა ამისათვის ჩვენ მათ ვერ გავაკრიტიკებთ, რადგან ისინის ბევრი პრობლემის წინაშე დგანან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.