ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, მოლაპარაკებების ჩასაშლელად ყველა ღონეს ხმარობენ

“რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ესაა ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების ჩასაშლელად ყველა ღონეს ხმარობენ.

,,გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ესაა ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები