ირაკლი ოქრუაშვილი: ბევრი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, სინამდვილეში, საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს მიღებული

‘ბევრი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, სინამდვილეში, საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს მიღებული”, – ამის შსახებ TV პირველის ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომელიც ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ისინი 11 დეკემბერს პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მაგრამ ეს არაფერს  შეცვლის.

„სახელებს არ ვამბობ ერთი რამის გამო. ბევრ პოლიტიკოსს, რომელიც ჯერ კიდევ საჯაროდ აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას, სინამდვილეში, საპირისპირო გადაწყვეტილება აქვს მიღებული და აპირებს. ერთმნიშვნელოვანია, რომ ისინი 11 დეკემბერს პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის. მერე აპირებენ, ნელ-ნელა, რიგ-რიგობით, დღეგამოტოვებით, მაგრამ ეს არ გამოვა.

ერთი მხრივ, მართლაც კარგად დავაპროვოცირეთ საკითხი, რადგან თითქოს ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამაზე საუბარი არავის არ სურდა. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მე მახასიათებს პირდაპირობა და ეს ისეთი საკითხია, არა მარტო მე, ბევრი ადამიანი ვერ დამალავდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები