ერაყში ნავთობსაბადოს ორი რაკეტა ესროლეს
ერაყში, კირკუკის პროვინციაში, ჰაბაზის ნავთობსაბადოზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ტელეარხი Sky News Arabia ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ორი რაკეტის გასროლა გახდა.
მომხდარის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.