ირანში კორონავირუსის ადგილობრივ ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის ადამიანებზე ცდების შესახებ განაცხადეს.

ამის შესახებ სააგენტო Fars-ი ქვეყნის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის ორგანიზაციის წარმომადგენელზე, ქიანუშ ჯაჰანპურზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ცდები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ჯაჰანპურის ინფორმაციით, პრეპარატს ორი დოზის სახით 18-დან 50 წლამდე მოხალისეებს შეუყვანენ, რომლებსაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აქვთ.

“ნემსის გაკეთების შემდეგ შემოწმდება მათ ორგანიზმში ანტისხეულებისა და იმუნიტეტის დონე”, – განმარტა მან.

გასულ კვირას ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საიდ ნამაქიმ იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი ვაქცინა წარმოებისთვის გაზაფხულზე იქნება მზად.

IRNA წერს, რომ იანვრის ბოლოსთვის ადამიანებზე ცდებისთვის კიდევ სამი ირანული ვაქცინა იქნება ჩაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები