2020 წელს ესპანეთის ეკონომიკამ 70 მილიარდი ევრო დაკარგა

2020 წელს ესპანეთის ეკონომიკამ 70 მილიარდი ევრო დაკარგა. 2020 წელს ესპანეთს 63 მილიონი ტურისტით ნაკლები ესტუმრა, ვიდრე  – გასულ წელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის მშპ-ის 12%-ზე მეტს ტურისტებისგან შემოსული თანხები შეადგენს.

ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის განცხადებით, ევროპის დაავადებათა პრევენციის სამსახურმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ 2021 წლის იანვარში მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა, შობის პერიოდში გაზრდილი მობილობის გამო. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის მიმართულებით დამაიმედებელი სიახლეებია, ზამთრის რთული თვეები ჯერ კიდევ წინ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები