გიგი უგულავა: კობახიძეს თავის გადაპარსვაზე დავენიძლავები, რომ 11-ში პარლამენტში მარტო იქნებიან

“მოდით, დავდოთ საჯარო ნიძლავი”, – „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ეთერში სანაძელო შესთავაზა.

უგულავას თქმით, 11 დეკემბერს პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო იჯდება.
„მოდით, დავდოთ საჯარო ნიძლავი, თუ მიიღებს ირაკლი კობახიძე ამ ნიძლავს. მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. აი, ვნახოთ, 11-ში თუ იქნებიან მარტო პარლამენტში, გადაიპარსოს თმები, თუ არადა მე გადავიპარსავ. ვინც „ყანყალებს“ იმათაც აქეთ ვთვლი, რომ არ შევლენ.
ხომ გამოვიდა კობახიძე და თქვა -11-ში მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იქნება პარლამენტში, მე ვამბობ, რომ იქნება. თუ მართალი აღმოვჩნდები კობახიძემ გადაიპრასოს თმები, ხოლო თუ არადა, მე გადავიპარსავ“, – თქვა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები