რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას პირველი იანვრიდან გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფებს უძვირებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში პირველი იანვრიდან ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები ძვირდება.
როგორც დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქალაქში მცხოვრებთათვის ელექტროენერგიის საფასური 3 რუსული რუბლი იქნება, რაც 36 კაპიკით გაძვირებაა, ხოლო სოფლად მცხოვრებლებისთვის 2,37 რუბლს შეადგენს;
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ის ქალაქში და სოფლად მცოვრებთათვის 4,51 რუსული რუბლი გახდება, შესაბამისად, ფასი 24 კაპიკით ძვირდება.
როგორც ტარიფების დარეგულირების საკითხთა ე.წ. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დე ფაქტო ე.წ.პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. გენადი ბეკოევმა თქვა, ტარიფების გაზრდა იძულებითი ზომაა, რადგან რუსეთის ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასი გაძვირდა.