ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული, თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკოსტრუქციულობასთან დაკავშირებით
გვინდა, რომ ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვართ ჩართულნი პოლარიზაციის ხარისხის მაქსიმალურად შემცირებაა და ასევე, გვინდა, რომ ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ. თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, რომ ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული.
მთავრია, რომ ჩვენ დავინახოთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკოსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად სხდომა და საუბარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.