კოვიდკლინიკებს ორ დღეში „ჯეოჰოსპიტალსის” ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები ემატება
„ჯეოჰოსპიტალსი” ორ დღეში ბორჯომისა და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს”, – ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის – როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება.
„მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის, როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაციის დასტაბილურება. თავის მხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს”. ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ მხოლოდ ერთობლივად”, – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.