ირაკლი ოქრუაშვილი: 6-7 ადამიანი გეგმავს პარლამენტში შესვლას, რომლებიც აპირებენ, პირველ სხდომას არ დაესწრონ და შემდეგ შეუერთდნენ მას

“6-7 ადამიანია, ვინც პარლამენტში შესვლას გეგმავს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აპირებენ, პირველ სხდომას არ დაესწრონ და შემდეგ შეუერთდნენ მას, არ გამოვა ასე”, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

„აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიდის. რამდენიმე დღეში მომსწრენი გავხდებით აღნიშნული კანდიდატების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების – შედიან თუ არა პარლამენტში.
დაახლოებით, 6-7 ადამიანია, ვინც პარლამენტში შესვლას გეგმავს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აპირებენ, პირველ სხდომას არ დაესწრონ და შემდეგ შეუერთდნენ მას, არ გამოვა ასე. თუ ვინმე აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაისამაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს იყო ერთობლივი ბრძოლა, რომლისთვისაც მე ციხეში ვიჯექი და არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის თბილი სავარძლის გულისთვის დაიკარგოს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები