ნიუ იორკში საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ქართველმა მოკლა
ნიუ იორკში 18 წლის ქართველი, ჯაბა ადამია მოკლეს. შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. ახალგაზრდას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა.
ადამია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე ქართველია და ის სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ.