ანდრია ჯაღმაიძე: მიღებულია რეკომენდებული ზომები და შეზღუდულია პატრიარქთან შეხვედრები
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია.
ამის შესახებ ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.