მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე უარს ვამბობთ

„რაც ჩვენ ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნეს, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს, არ ვიცი”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ შეთანხმება დაარღვია, რაც ძალიან ცუდია.

“როგორც ჩანს ოპოზიციის ნაწილისთვის პროცესის დაზიანება არის მიზანი და ამას თავისი რეალური და „ობიექტური“ მიზეზები აქვს. ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვართ უარს,. ეს იცოდნენ ერთი თვის წინ. მათ მოიგონეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის რეალური არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვერ ვუღალატებთ და ვერც იმ 2 მილიონ ადამიანს, რომელმაც, საბოლოოდ, შედეგების მიხედვით გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაიბაროს კვლავ ხელისუფლება. ამიტომ ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს იციან. ისინი ისეთ საკითხს აყენებენ, რაც შეუსრულებელია და კომპრომისი არ ნიშნავს წითელი ხაზის იქეთ საკითხებზე განმეორებით ბევრჯერ საუბარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები