რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტში, 29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
„მოგეხსენებათ, რომ სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ონის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტად და ეფექტიანად ხორციელდება, საწყის სტადიამდე დაბრუნება გარკვეულ დროს საჭიროებს.
ამ ეტაპზე, მდ. რიონის კალაპოტი ფორმირდება და ნაპირდამცავი გაბიონები ეწყობა.
ონის მუნიციპალიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ 10 მლნ ლარი გამოუყო, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილის დროულ და ხარისხიან აღდგენას.” -აცხადებს გოჩა ენუქიძე.