ენტონი ფაუჩი ჯო ბაიდენის სამედიცინო მრჩეველი გახდება – ინფექციონისტმა არჩეული პრეზიდენტის წინადადება მიიღო
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მთავარი სამედიცინო მრჩეველი იქნება.
როგორც ფაუჩიმ თქვა, მან არჩეული პრეზიდენტის წინადადება მიიღო.
“რასაკვირველია, დავეთანხმე მაშინვე”, – უპასუხა ფაუჩმიმ NBC News-ის შესაბამის კითხვაზე.
მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაუჩის შეხვდა და მას სთხოვა, დარჩეს ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე, დაიკავოს მთავარი მრჩევლის პოსტი.