თინა ხიდაშელი: წლების განმავლობაში ჩვენი გზები ბევრჯერ გადაიკვეთა და გაიყარა, მაგრამ კობასთან მოვახერხეთ, რომ ჩვენ ადამიანური ურთიერთობები არასდროს გაგვფუჭებია

“ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ბოლო 6 წელი კობა დავითაშვილი არ უნახავს, თუმცა, ეს ფაქტი ვერ წაშლის მის გონებაში იმ მძიმე 13 წელს, რომელიც კობა დავითაშვილთან ერთად გამოიარა.
„ძალიან მიჭირს მასზე საუბარი. ჩემი ურთიერთობა კობასთან გაცილებით ადრე დაიწყო და, ალბათ, ყველაზე უფრო ხშირად გამახსენდება კობა, რომელიც “არსენა მარაბდელს” იცავდა-ხოლმე. ასოციაციაში მაშინ დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვაკეთებდით.
ჩვენი კამათი და ჩხუბი მაშინ დაიწყო. მაშინ ფორმირდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ხედვა და იდეოლოგია. გაუთავებელ კამათში ვიყავით. ჩვენი პოზიციები, ფაქტობრივად, არასდროს ემთხვეოდა. თუმცა, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გიწევს კამათი ადამიანთან, რომელსაც პრინციპები აქვს, რაღაცის ჯერა, მწყობრი ღირებულებითი სისტემა აქვს, ზუსტად იცის, საით მიდის, როგორ უნდა ეძებოს გამოსავალი. ასეთ დროს კამათსა და დებატს აზრი აქვს.
ყოველთვის ვახერხებდით, რომ ცხოვრება ერთად გაგვეგრძელებინა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი გზები ბევრჯერ გადაიკვეთა და გაიყარა, მაგრამ კობასთან მოვახერხეთ, რომ ჩვენ ადამიანური ურთიერთობები არასდროს გაგვფუჭებია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები