სოფელ იმერხევში გზის ასფალტირების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

სოფელ იმერხევში გზის ასფალტირების სამუშაოების მე-3 ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს პკ 14+80-დან პკ 18+30-მდე მონაკვეთს. აღნიშნულ სამუშაოებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე,  მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები, გზის გაგანიერების მიზნით კლდოვანი მასების დამუშავება და ხელოვნური ნაგებობების (კუვეიტები) მოწყობა. სულ დაიგება 350 მეტრი გზის საფარი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 309 000 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები