თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება

“ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა ჯდება დაახლოებით 2 ათასი ლარი, მაგრამ ეს არის უხეში გათვლა. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 ათასი ლარი და მეტიც და ზოგ შემთხვევაში შეიძლება, იყოს 500 ლარი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თანხა არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულია სუნთქვის აპარატების მობილიზების, მედპერსონალის დატრენინგებისა და სხვა მსგავსი ხარჯებისთვის.

„ერთი შემთხვევის მართვაში და, აქ შემთხვევის მართვაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, მაგრამ არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ იხარჯება, დაახლოებით, 2000 ლარი, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 10 ათასი ლარი და მეტიც და რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ, დაახლოებით, 2000 -ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და უნდა იყოს გაწეული მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ კიდევ საინვესტიო ხარჯი სისტემის მომზადების ეს არის კიდევ ცალკე ხარჯი“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები