გიორგი გახარია: ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს

“ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას.

„მიზანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი მკურნალობა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების. ასევე, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე, იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარება, რომელიც აუცილებელი დროული ვაქცინაციის დასაწყებად.

შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. დავიცვათ შეზღუდვები, რომ დავიცვათ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ქვეყანაშ არავინ შეზღუდავს არც გამოხატვის და არც – სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს კანონი და ეპიდემიოლოგები გვიყენებენ არ არის რთული. შეგვიძლია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ ელემენტარული წესებიც. არ არის რთული პირბადის ტარება. მინდა, შსს-ს წარმომადგენლებს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლება, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები