საქართველოში ბოლო 24 საათში Covid-19-ით 45 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 387 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 18 675 პირი, აჭარაში – 11 775, იმერეთში-5 080″, –  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები