პირი, რომელიც შსს-მ დააკავა, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრი, ასლან ვაშაყმაძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ხალხს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ ასლან ვაშაყმაძე დღეს ფოთში დააკავა. ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლითა და 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.