“COVID-19-თან ბრძოლაში ისტორიული მომენტი დადგა” – Pfizer-ის ხელმძღვანელი ბრიტანეთში ვაქცინის გამოყენების ნებართვაზე

ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის ხელმძღვანელი, ალბერტ ბურლა ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების მიერ ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების ნებართვასა და მომდევნო კვირიდან მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა.

“ბრიტანეთის მიერ ჩვენი ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა  კოვიდ19-თან ბრძოლაში ისტორიული მომენტია. ეს ნებართვა არის მიზანი, რომლისკენაც მივდიოდით მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ მეცნიერება გაიმარჯვებს”, – თქვა მან.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემით ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც მომდევნო კვირიდან მოსახლეობის აცრას იწყებს.

მოსალოდნელია, რომ უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში ანალოგიურ ნებართვას გასცემენ აშშ-ის სამედიცინო რეგულატორი და ევროპის მედიკამენტების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები