შალვა ნათელაშვილი: რომ მოვკვდები, სიკვდილის მერეც კაი ხანი მექნება 7%

“ივანიშვილმა პირადად გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის 1% დაეწერათ”, – ამის შესახებ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, მას სიკვდილიც მერე კიდევ დიდი ხანი ექნება 7%-იანი მხარდაჭერა.

„ივანიშვილმა პირადად გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის 1% დაეწერათ, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არც უმუშევრობაა, ცხოვრების დონე მაღალია, ბანკები სწორ პროცენტს იძლევიან, ეს ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“ ტყუის ყველაფერს, იგონებს, არავის არაფერი არ უჭირს და აგერ 1% მიიღეს ხმების – ეს გააკეთა სპეციალურად.
მე პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილსა და საარჩევნო კომიიის ყველა თავმჯდომარეს, რომ ყველა დავსხდებით საბრალდებო სკამზე. რომ მოვკვდები, სიკვდილის მერეც კაი ხანი მექნება 7%, ეგ იცოდეს ყველამ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები