ბექა ლილუაშვილი – დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმეში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები დევს.

როგორც ჟურნალისტებს ლილუაშვილმა განუცხადა, დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ გიგი უგულავას ძმის დასკვნებია წარმოდგენილი.

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და, შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ველოდებით გამოძიებასა და სამართლებრივ შეფასებას,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები