გია ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს გააჩნია

“როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ტექსტი და რიტორიკა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს გააჩნია”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრის, ასლან ვაშაყმაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.

მისივე თქმით, დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა.

„როგორ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ამ უბადრუკი ადამიანის მუქარას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ტექსტი და რიტორიკა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს გააჩნია. დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს. სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და მათ დამოკიდებულებას გამოხატავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები