“დიდი ამბები ყოფილა წუხელ, რა თქმა უნდა, ვგმობ” – ირაკლი ოქრუაშვილი თანაპარტიელზე, რომელიც პოლიციელებს “თავების გაჩეჩქვით” დაემუქრა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თანაპარტიელის მიერ გუშინ პოლიციელების მიმართ გაჟღერებულ მუქარას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი ამბები ყოფილა წუხელ. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა, ასლან ვაშაყმაძემ ხალხს პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდაო, ამცნო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილმა წევრმა – ნათია ლაზაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი ბუღალტრის, ქიბარა ხალვაშის ტელევიზიით საზოგადოებას.
რა თქმა უნდა, ვგმობ. რაას? არა მარტო ასლან ვაშაყმაძის მსგავს მოწოდებას, არამედ – ნათია ლაზაშვილის დეგრადაციასა და პოლიციის მარგინალიზაციას”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი – ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, სოციალურ ქსელში „ლაივის” დროს პოლიციელებს „დაჩეხვითა და თავების გაჩეჩქვით” დაემუქრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები