მიხეილ სარჯველაძე: იმედიანად ვართ განწყობილი და შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს

“იმედიანად ვართ განწყობილი და შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შედეგით დასრულება მნიშვნელოვანია.

„კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით არ იქნება ღიად საუბარი, ვინაიდან ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს მოლაპარაკების პროცესს. იქ მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური დისკუსია ბევრ საკითხთან დაკავშირებით და საკმაოდ ახლოს ვართ მოლაპარაკებასთან. რაც შეეხება კონკრეტულ პირობას, ამას ვერ დავასახელებთ. ფაქტია, იმედიანად ვართ განწყობილი და შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება, დიდი იმედი მაქვს, ბოიკოტის მხარეს არ იქნება ოპოზიციის განწყობა და მათ აქტიურ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ვიხილავთ.

რაც შეეხება ჩიხს, ჩიხშია ოპოზიცია და არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ მმართველი პარტია, რომელმაც მოიგო, არის რამე ფორმით ჩიხში. თუ ვინმე ამბობს, რომ შეხვედრა არ უნდა გაიმართოს და ამას აზრი არ აქვს, არ ვთვლი, რომ ეს არის სწორი. პირველივე დღიდან, რაც დისკუსია გაჩნდა, ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და შედეგით დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები