ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მეტეხთან შეიკრიბება და ხელს მოაწერს დოკუმენტს მანდატის დატოვების შესახებ
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მეტეხთან შეიკრიბება და მანდატის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
“ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს ამ დეკლარაციას. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც, ცესკო-ს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.