ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფიცირებულების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მინისტრის თქმითვე, საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

„ჰოსპიტალი, რომელიც მარნეულში იყო გახსნილი არ წარმოადგენდა პირდაპირი მნიშვნელობით საველე ჰოსპიტალს, ჩვენ მას ვიყენებდით პირველადი ტესტირებისთვის და კორონავირუსის გამოვლენისთვის, შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდა დამატებით ნაწილად იმ ჰოსპიტალის, რომლის გვერდითაც იყო განთავსებული. მსგავსი ჰოსპიტალის გამოყენება არ იგეგმება.

რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, რომელიც გაშლილია საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, საჭიროებებიც სხვადასხვაგვარია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 112-დან დაწყებული ბოლო წერტილამდე პაციენტის განთავსებამდე გავდივართ ამ ჯაჭვს, ვაკვირდებით რა არის პრობლემა და ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. უშუალოდ, პირადად ვარ ჩართული ამაში და გარდა ჩემი ჩართულობისა, ჩემი ორივე მოადგილე ჩართულია და ყველა სსიპ-ის ხელმძღვანელი. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ ხარვეზებს და შესაბამისად, ვცდილობთ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები