კახი კავსაძის მდგომარეობა სტაბილურია – “ჩაუტარდა გამოკვლევები, საგანგაშო ვერ მოინახა ვერაფერი”
მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
კახი კავსაძის გერის, ნანუკა ხუსკივაძის თქმით, მას გამოკვლევები ჩაუტარდა და სერიოზული არაფერი დაფიქსირებულა.
,,ჩაუტარდა გამოკვლევები მუცლის ღრუში, კონკრეტულად – ნაწლავის და იქ საგანგაშო ვერ მოინახა ვერაფერი, ამდენად უარესობა არაა. დადებითი დინამიკაა, არის სტაბილურობა”, – განაცხადა ნანუკა ხუსკივაძემ.
ცნობისთვის, კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 28 ნოემბერს გადაიყვანეს.