ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილისა და მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ – მიმდებარედ თარგების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ – მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაცია დაასრულა.

ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სარწყავი სისტემა მოეწყო, 4 713 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და სხვადასხვა სახეობის 2 410 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. პირველი თარგი მოეწყო ტერასულად, შეიქმნა მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. ამავე თარგში, განახლებული დიზაინით, ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ახალი საინფორმაციო ბანერი განთავსდა, ხოლო მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება.

კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 21 777 მწვანე ნარგავი დაირგო და 48 725 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

რაც შეეხება „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიას, მონუმენტთან არსებულ თარგში მოეწყო დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა და განათება. ასევე, განხორციელდა თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. ორივე თარგში მოეწყო ლენტური განათებები და დამონტაჟდა გრუნტის პროჟექტორები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 425 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, 24 300 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები