საქართველოში, ბოლო დღე-ღამეში, 4 058 დაინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  127 942-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში-1 049, ხოლო იმერეთში-35″, – განაცხადა სიჭინავამ.

სულ  6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 132 პირი, აჭარაში-14 670, იმერეთში-4 765.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები