სადაზღვევო კომპანიებმა ბენეფიციარებს 433.2 მილიონი აუნაზღაურეს

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა ბენეფიციარებს 433.2 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შეფარებით, ანაზღაურებული ზარალი თითქმის გაორმაგებულია და 46 %-ით გაიზარდა.

ანაზღაურებული ზარალები კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:

1 “ალდაგი” – 47.29 მლნ
2 “ჯიპია” -47.12 მლნ
3 “იმედი L” – 34 .08 მლნ.
4 “თიბისი” – 24.63 მლნ.
5 “არსი” -24. 54 მლნ

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი – 282,7 მილიონ ლარს.

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები