კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით უქმდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პარალელურად, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით უქმდება.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, თქვენ იცით, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობისები და მეტრო, ამასთან დაკავშირებით ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები