ჭიათურაში “ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრმა COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საწოლები დაამატა

სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის მართვის პროცესში დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შედეგად, სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია უკვე დაიწყო.

მრავალფროფილურ ჰოსპიტალში უკვე მობილიზებულია 36 საწოლი, მათ შორის, 6 – რეანიმაციული, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯეო ჰოსპიტალსი“ ავრცელებს.
როგორც „ჯეო ჰოსპიტალში“ განმარტავენ, ცენტრის რეკონსტრუქცია ინფექციების (მათ შორის, COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით ახლახან დასრულდა. ამასთან, სპეციალურად COVID-19-ის მართვისთვის გადამზადდა მედპერსონალიც.
„ „ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, კვლავაც აგრძელებს კლინიკების საწოლფონდის მობილიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ სამედიცინო ცენტრებში. პირველ ეტაპზე, “ჯეო ჰოსპიტალსის” მენეჯმენტმა 126 საწოლფონდის მობილიზება შეძლო საგარეჯოსა და სამტრედიაში, 26 ნოემბრიდან კი COVID–19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცესში ჩაერთო ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 36 საწოლია მობილიზებული. სამედიცინო ცენტრმა სხვადასხვა რეგიონიდან პაციენტები უკვე მიიღო და მათი მკურნალობის პროცესი დაიწყო“, – აღნიშნავენ „ჯეო ჰოსპიტალსში“.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის სულ 161 საწოლია გამოყოფილი.
ამასთან, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქსელის ხელმძღვანლობა COVID–19-ით ინფიცირებულთათვის დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების შექმნის მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, პაციენტების ეფექტურად მართვისთვის გურჯაანის სამედიცინო ცენტრმა, რომელიც აპრილის თვიდან ონლაინ კლინიკის რეჟიმშიც მუშაობს, პაციენტების ვიდეოკონსულტაციებით მომსახურება დაიწყო, რაც რეგიონის მასშტაბით პირველი წარმატებული საპილოტე პროექტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები