მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა ასევე არის, გვერდში დავუდგეთ და ყველა ის მეწარმე, ინდუსტრია თუ დასაქმებული პირი გავაძლიეროთ, რომელზეც კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა

“ჩვენი მთავარი ამოცანა ასევე არის, გვერდში დავუდგეთ და ყველა ის მეწარმე, ინდუსტრია თუ დასაქმებული პირი გავაძლიეროთ, რომელზეც კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ასევე არის, გვერდში დავუდგეთ და ყველა ის მეწარმე, ინდუსტრია თუ დასაქმებული პირი გავაძლიეროთ, რომელზეც კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა. ჩვენ ბიზნესის მდგომარეობა ძალიან კარგად გვესმის. გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში არიან მეწარმეები, დასაქმებულები და ეკონომიკური საქმიანობის, ფაქტობრივად, ყველა ის წარმომადგენელი, რომლებსაც პანდემიის დროს ბიზნესის დაგეგმარება უჭირთ ისევე, როგორც – ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები